თეგებით ძიება

"ვის რად უნდა თქვენი გლოვა? როცა სხვათა ბიზნესს ბავშვები ეწირებიან, იღუპებიან საშინელი სიკვდილით, თუ არაფრის ტ@აკი არ გვაქვს, დავდუმდეთ მაინც" - დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე ბათუმის ტრაგედიას და მედიის მიერ მისი გაშუქების საკითხს, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ორი დღეა თან რომ გლოვობ და თან ახალგაზრდა ჟურნალისტს რომ ათრევ კედელ-კედელ. შეცდომაზე, რომელზედაც განაცხადა ამ გოგომ რომ მისი ბრალია, განიცდის და გული ტკივა. ვის უნდა ასეთ დროს შენი გლოვა? ვინ ხარ, ვინ სიკვდილი ხარ ყველა ცოდვას ამ დროს ახალგაზრდა გოგოს რომ აკიდებ?

გავეშებული საზოგადოება, რომელსაც სურს ვირზე შესვას კოლეგა და მანაც ესროლოს ტალახი, იმ ენით აუწერელ ტრაგედიაზე კი არ დუმს, არამედ ეძებს იმ ვიდეოს და იძახის-"დამილინკეთ ერთი რა თქვა ამნაირი"...

ფუ რა საშინელი ხალხი ვართ, გულის ამრევი. შევაფასოთ რომ ცუდია რაც გააკეთა, დავგმოთ კი ბატონო, რადგან არ იცოდა (სავარაუდოდ), რომ პატივი უნდა ეცა ჭირისუფლისთვის. მაგრამ ასეთი აგრესია? რა საცოდავები ხართ როცა დაბოღმილი, ერთ კაფანდარა გოგოს ლანძღავთ აუტანელი სიტყვებით. ვის რად უნდა თქვენი გლოვა?

როცა ასე უსამართლოა სამყარო, როცა სხვათა ბიზნესს ბავშვები ეწირებიან. იღუპებიან საშინელი სიკვდილით, თუ არაფრის ტრაკი არ გვაქვს დავდუმდეთ მაინც. დავდუმდეთ ბატონებო!

მე ორი დღეა დავდუმდი, რადგან არ ვიცი რა ვქნა...", - წერს დათო ლიკლიკაძე.

მანამდე, "ტვ პირველის" ჟურნალისმა, თეკლა ტაბატაძემ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, მათ შორის ბათუმის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს.

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. გარდაცვლილთაგან 4 ერთი ოჯახის წევრია - დედა, მისი 2 მცირეწლოვანი შვილი და ბავშვების ბიძა. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა