"თუ ეს ორი ეპიდემია ერთდროულად იქნება, პაციენტების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები გაიზრდება" - ცერცვაძე
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე "ტვინდემიასთან" დაკავშირებით საუბრობს.
„ტერმინი „ტვინდემია“ ნიშნავს პარალელურად მიმდინარე ორ ეპიდემიას. ამ შემთხვევაში, იგულისხმება კოვიდისა და სეზონური გრიპის ეპიდემიები. თუ ეს ორი ეპიდემია ერთდროულად იქნება, სამწუხაროდ, პაციენტების ჰოსპიტალიზაციის, მძიმე შემთხვევების მაჩვენებლები გაიზრდება, რეანიმაციები გადაიტვირთება და, სამწუხაროდ, გაიზრდება სიკვდილობა. ამ ორი დაავადების სიმპტომები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ყველა პრევენციული ზომა, რომელიც კოვიდის დროს გამოიყენება, ავტომატურად, ერთი ერთში, არის გრიპის ეპიდემიის პრევენციაც. ჯერჯერობით, „ტვინდემია“ მხოლოდ მოლოდინია მსოფლიოში“, - აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.