1 359 თბილისი, 1 060 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 723 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 118 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 605 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.01%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.58% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.98%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევის განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:
⭕ თბილისი - 1 359
⭕ აჭარა - 225
⭕ იმერეთი - 1 060
⭕ ქვემო ქართლი - 256
⭕ შიდა ქართლი - 349
⭕ გურია - 156
⭕ სამეგრელო - ზემო სვანეთი - 493
⭕ კახეთი - 617
⭕ მცხეთა-მთიანეთი - 104
⭕ სამცხე-ჯავახეთი - 97
⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 59
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 031, საიდანაც 4 616 ადამიანი მკურნალობს
მძიმე პაციენტია 1 042 პირი, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 255 პირი.
749 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 21 666 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 11 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 254 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 698 ადამიანი და საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი.