თეგებით ძიება

“ცილისწამება და შეურაცხყოფა მირანდა მესხის მიმართ” – ცესკო-მ სახალხო დამცველს და NGO-ებს წერილით მიმართა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სახალხო დამცველს, ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს ღია წერილით მიმართა.

ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ ზეწოლაზე ისაუბრა და ამის მაგალითად ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხი დაასახელა.

“ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის და კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის მიმართ კამპანიურად წარმოებული ცილისწამება, სიძულვილის ენა და შეურაცხყოფაა, რაც საჯაროდ აქტირუად ვრცელდებოდა როგორც სხვადასხვა წყაროების მიერ, ისე სოციალურ ქსელებში”, – თქვა იოსელიანმა.

ცესკო წერილის ადრესატებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის, ოპოზიცია მირანდა მესხს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. მათი თქმით, საოლქო კომისიის თავმჯდომარეს წინასწარ ჩასწორებული ბიულეტენები ჰქონდა იმისთვის, რომ გამარჯვება “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატისთვის მიენიჭებინა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა