თეგებით ძიება

პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით სარჩელით მიმართავს.

სალომე ზურაბიშვილი სარჩელს ხვალ დილით შეიტანს.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ.

მინდა ისიც გაცნოთ, რომ ხვალ დილით შემაქვს სარჩელი საკონსტიტუციოში სწორედ იმ კონსტიტუციური პრინციპის დარღვევის გამო, რომელსაც ფარულობა და საყოველთაობა ჰქვია. ეს არის არა იმიტომ, რომ მე მჯერა საკონსტიტუციოსი, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ინსტიტუტი არ არის დამოუკიდებელი, მაგრამ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ ქვენაში არცერთი სამართლებრივი დავა არ უნდა დარჩეს ისე, რომ ბოლომდე არ ვცადოთ. ჩემი სარჩელის მიზანია, ბოლომდე გამოვცადოთ იმ მოსამართლეების სინდისი, რომლებიც დადგებიან საკუთარ თავთან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა მინდა, ვისთან ერთად მინდა ეს ქვეყანა და საითკენ უნდა წავიდეს ეს ქვეყანა. ამაზე მათი პასუხი არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება" - თქვა ზურაბიშვილმა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა