თეგებით ძიება

საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობები უნდა გადაფასდეს - გერმანია

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომას ოფიციალური განცხადებით ეხმაურება. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობები უნდა გადაფასდეს - "საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ზურგს აქცევს".

ამასთან, გერმანიის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ დამკვირვებლების ცნობით, 26 ოქტომბრის არჩევნები დარღვევების ფონზე წარიმართა - "ჩვენ მოვუწოდებთ ყველა საჩივრისა და ბრალდების სრული და გამჭვირვალე გამოძიებისკენ".

რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებით, როგორ აქცევს ზურგს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. საერთაშორისო დამკვირვებლებმა ასევე დაადასტურეს, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში გამოვლინდა დარღვევები. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა საჩივრისა და ბრალდების სრული და გამჭვირვალე გამოძიებისკენ. ასევე უნდა გადაფასდეს ევროკავშირის ურთიერთობა საქართველოსთან, მათ შორის, ევროკავშირის მხარდამჭერი ღონისძიებები საქართველოსთვის გაწევრიანების პროცესის კონტექსტში", - წერია განცხადებაში. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა