„ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს ქართველების არჩევანს და განაგრძოს მოლაპარაკებები ქვეყანასთან“ - ევროპარლამენტარი ანდრიას ლასლო
ევროპარლამენტარი ანდრიას ლასლო ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება და ევროკავშირს მიმართავს, შეწყვიტოს საქართველოს დესტაბილიზაცია.
როგორც ანდრიას ლასლო სოციალურ ქსელში წერს, „ქართული ოცნების“ პარტიამ გაიმარჯვა დიდი მხარდაჭერით და ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს ქართველების არჩევანს.
„საქართველომ ჩაატარა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. „ქართული ოცნების“ პარტიამ გაიმარჯვა ხალხის დიდი მხარდაჭერით. ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს ქართველების არჩევანს და განაგრძოს მოლაპარაკებები ქვეყანასთან. ეს ორივე მხარის, ევროპისა და საქართველოს ინტერესშია“, – წერს ანდრიას ლასლო.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა ანდრიას ლასლომ 14 ნოემბერს ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გაიმართა, ყველამ, ვინც იქ იყო, ეს იცოდა“.
1tv.ge