თეგებით ძიება

დრო არ ითმენს.. გასაჩივრების ვადა გადის ხვალ - რას წერს გიორგი გუგავა?

ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივანი გიორგი გუგავა ოპოზიციას  არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას ურჩევს და სამართლებრივ მხარდაჭერას ჰპირდება:

ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ვერ შედგება თუ:

საქართველოს პრეზიდენტი, 30 დეპუტატი ან სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ სარჩელს ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ.

გასაჩივრების ვადა გადის ხვალ და თუ ოპოზიციას მართლა სურს 25 ნოემბერს პარლამენტის პირველი სხდომა ჩაიშალოს, გამოიყენებენ ამ სამართლებრივ საშუალებას.

დრო არ ითმენს.

p.s. სამწუხაროდ ჩვენს პარტიას არა აქვს უფლება სარრჩელი შეიტანოს ამ საკითხზე, თუმცა მზად ვართ გავუწიოთ სამართლებრივი მხარდაჭერა - წერს გიორგი გუგავა სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა