"დროულად მიხედეთ თავს. ნურავის მისცემთ მიზეზს სახლებში გამოგკეტონ" - ნანა გეგეჭკორი
ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას ეხმაურება და ხალხის რეგულაციების დახვისაკენ მოუწოდებს.
"არ ვიცი რატომ ჰგონიათ ადამიანებს რომ კოვიდი თავისით გაქრება...
თუ არ ჰგონიათ, ისე რატომ იქცევიან თითქოს არ არსებობდეს.
რატომ ჩაგვკეტესო, მერე გაბრაზებას, დროულად მიხედეთ თავს. ნურავის მისცემთ მიზეზს სახლებში გამოგკეტონ.
დაიცავით პანდემიეური წესები დისტანცია, ნიღაბი, ჰიგიენა და რაც მთავარია სასწრაფოდ აიცერით რომ სიკვდილს დაუსხლტეთ ხელიდან.
ძალიან საშიში ზამთარი გველოდება წინ თუ დროზე არ შევცვალეთ ქცევა... არ დაგავიწყდეთ რომ საქართველოს ჯანდაცვა იგივეა რაც წინა ტალღების დროს იყო. შედეგებიც ისეთივე მძიმე იქნება სამწუხაროდ.
და კიდევ, ყველა კვლევა ადასტურებს რომ ონლაინ სწავლება უდიდეს საფრთხეებს შეიცავს ბავშვებისთვის ბევრი მიმართულებით. ნუ გაწირავთ მომავალს.
თქვენი შვილების მომავლისთვის დაიცავით პანდემიური წესები.
ნუ გაიმეორებთ შეცდომებს", - წერს ექიმი.