თეგებით ძიება

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი

აკონტროლეთ ემოციები, გამოიჩნეთ წინდახედულობა და მოთმინება. უმჯობესია დღე საკუთარ თავში გარკვევას ან სასიამოვნო ადამიანების წრეში განტვირთვას დაუთმოთ.

კურო

დღე სასურველია მშვიდ, წყნარ გარემოში გაატაროთ. თავი შეიკავეთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობისგან, რომლებიც თქვენზე არასასურველ ზეგავლენას ახდენენ. არ არის დღე რეკომედებული მნიშვნელოვანი შენაძენის გაკეთებისთვის.

ტყუპები

შესაძლოა სასიამოვნო სიურპრიზი მიიღოთ, სამსახურში კი აქტუალური იქნება ფინანსური საკითხები. პირადი ურთიერთობებისთვის საინტერესო დღეა.

კირჩხიბი

საკმაოდ კარგად გრძნობთ თავს, დღეც ჩვეულ რიტმში ჩაივლის. მიიყვანეთ დაწყებული საქმეები ბოლომდე. საღამოს კი თქევნს ოჯახის წევრებს დაუთმეთ მეტი ყურადღება.

ლომი

კარგი შესაძლებლობების დღეა, თუმცა შესაძლოა ახალი ფინანსური წყაროების მოძიება დაგჭირდეთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს ჯანმრთელობას.

ქალწული

დღეს გამართლებულია ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. ენდეთ საკუთარ ინტუიციას. თავი შეიკავეთ ზედმეტი ხარჯებისგან.

სასწორი

შესაძლოა დღე ისე არ წარიმართოს როგორც ეს თქვენ გქონდათ დაგეგმილი, თუმცა ამით ხასიათი არ გაიფუჭოთ. ეცადეთ განიტვირთოთ, გახალისდეთ, მოიფიქრეთ რისი გაკეთება გინდათ ყველაზე მეტად, წინ უქმეები გელით.

მორიელი

დაფიქრდით თქვენს ცხოვრებაზე, გააკეთეთ ადეკვატური დასკვნები იმის მიხედვით თუ რამდენად გაკმაყოფილებთ თქვენი სამსახური ან პირადი ცხოვრება, თუ ეს ყველაფერი მხოლოდ ვალდებულებას უკავშირდება, მაშინ დროა ცვლილებებზე იფიქროთ.

მშვილდოსანი

საქმიანი კუთხით მეტად ცვალებადი დღეა, ამიტომ იყავით მზადყოფნაში ნებისმიერი ქმედებისთვის, ნუ გაიფუჭებთ განწყობას. აი პირადი ურთიერთობების მოწყობა მოწესრიგებისთვის უკეთესი დროა.

თხის რქა

მეტი სირბილე და მოთმინება გამოიჩინეთ როგორც კოლეგების, ასევე ოჯახის წევრების მიმართ. გახალისდით, ნუ განმარტოვდებით, გაანებივრეთ ოჯახის წევრები ცოტა მეტი სითბოთი და ყურადღებით.

მერწყული

რომანტიული ვნებათაღელვა, ფლირტი, შეხვედრები, აი ეს თემა უფრო აქტუალურია დღეს თქვენთვის, თუმცა ნებისმიერ ქმედებამდე კარგად დაფიქრდით, მოერიდეთ იმპულსურ ქმედებას.

თევზები

კარგია დღე სულიერებისა თუ სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრაქტიკებისთვის. ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავეთ იქნება ეს იმიჯის, სამსახურის, თუ პირადი ურთიერთობების თემატიკა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა