თეგებით ძიება
14. 10. 2021 COVID - 19

ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 52 620 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 212 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 649 407-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 370 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 212 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 1 272

⭕ აჭარა - 134

⭕ იმერეთი - 899

⭕ ქვემო ქართლი - 223

⭕ შიდა ქართლი - 250

⭕ გურია - 100

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 401

⭕ კახეთი - 702

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 99

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 96

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 32 448 საიდანაც: 4 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 675, აჭარაში - 433, იმერეთში - 1 189.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 088 პირი, მათ შორის, თბილისში - 351, აჭარაში - 80, იმერეთში - 374. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 249 პირი, მათგან თბილისში - 139, აჭარაში - 18, იმერეთში - 27.

889 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 451 - თბილისში, 252 - აჭარაში. 26 665 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა