სააკაშვილის თავგანწირვა დარჩება, დაილექებას მთელი ისტორიის მანძილზე - ხატია დეკანოიძე
თავგანწირვა, მისი მაგალითი, რა თქმა უნდა, დარჩება, დაილექებას მთელი ისტორიის მანძილზე, - ამის სესახებ "ნაცმოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ საქართვლოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციაზე, თბილისში. თავისუფლების მოედანზე განაცხადა.
"მინდა, ჩემს მეგობარს, მესამე პრეზიდენტს არა მივესალმო, არამედ, პირველ რიგში ვუთხრა, რომ მისი თავგანწირვა, მისი მაგალითი, რა თქმა უნდა, დარჩება, დაილექებას მთელი ისტორიის მანძილზე. ვინც ამ ისტორიის ნათელ მხარეს დადგება, აუცილებლად მასთან ერთად შევა ისტორიაში. მიხეილ სააკაშვილის თავგანწირვაზე როდესაც საუბრობენ, ბევრი ამბობს, რატომ? რისთვის? რისი მოლოდინი ჰქოინდა? მაგრამ ყველაზე ძალიან ჩვენ ვიცით ყველამ და ყველა ხვდება მათ შორის, ჩვენი ოპონენტიც, რომ ეს იყო თავგანწირვა და სამშობლოს სიყვარული", - განაცხადა დეკანოიძემ აქციაზე.
ცნობისთვის, თბილისში, თავისუფლების მოედანზე საპყრობილეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკავილის მხარდამჭერი მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს.