თეგებით ძიება
14. 10. 2021 COVID - 19

"სიმპტომები აღარ მაქვს, სწრაფმა ტესტმაც უარყოფითი აჩვენა" - გიგი უგულავა განმარტებას აკეთებს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, რომელსაც ერთი კვირის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა და დღეს, თბილისში თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე იმყოფებოდა, სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს:

"სიმპტომები აღარ მაქვს, აღარც გადამდები ვარ, სწრაფმა ტესტმაც უარყოფითი აჩვენა და ექიმთან კოსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე ვყოფილიყავი აქციაზე, ხალხთან ერთად. ქოც ტროლ-ბოტ-პროპაგანდონების საყურადღებოდ: ასე აღტკინებული მაშინ რომ ყოფილიყავით როცა აცრის მოწოდების ბანერების ნაცვლად სისხლიან ბანერებს კიდებდა მთავრობა, აშკარად უკეთესი ეპიდ სურათი გვექნებოდა. სასაკლაო მოაწყო ღარიბაშვილმა ქვეყანაში, რომ ანტივაქსერი ქოც ამომრჩეველი არ გაენაწყენებინა. სამარცხვინო ხართ და ამორალურები.

მე კი მოგიწოდებთ, მეგობრებო, ავიცრათ. სწორედ აცრის გამო გადავიტანე კოვიდი იოლად და არც გარშემო არავის გადავდე, რადგან ყველა აცრილი იყო. აიცერით! აიცერით! აიცერით!", - წერს უგულავა ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა