"საქართველოში კოვიდი დამარცხებულია, ვაქცინაცია ჰკიდიათ და არაფერია სანერვიულო" - ზაზა წერეთელი
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი საქართველოში ეპიდვითარების გაუარესებასა და ვაქცინაციის საკითხს, სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"საქართველომ დაამარცხა კოვიდი, არც კი აინტერესებს ეს ვირუსი და უკვე დაინფიცირებულებსაც აქვთ საშუალება თავისუფლად იარონ და ის კიარა და მიტინგზეც ბოლო ხმამდე იკივლონ რომ რაც შეიძლება მეტი ვირუსი გაავრცელონ ირგვლივ...მაინც არაფერია საშიში, კოვიდი არ არის საქართველოში
ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა, ამერიკის შეერტებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გუშინ გამოაქვეყნა მეტად საინტერესო რეპორტი, რომლიდანაც ორ გრაფიკს შემოგთავაზებთ, ისე რომ გაერთოთ.
პირველ გრაფიკზე მოყვანილია სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ვაქცინაციის სტატუსის და ვაქცინის მწარმოებლის მიხედვით. ვისაც დანახვა სურს და ლოგიკური აზროვნების უნარიც აქვს დაინახავს რომ არავაქცინირებულების სიკვდილიანობა 11 ჯერ უფრო მაღალია
მეორე გრაფიკზე კი ნაჩვენებია სიკვდილიანობა ასაკისა და აცრის სტატუსის მიხედვით და ისევ ყველაფერი კარგად სჩანს
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქართველოში კოვიდი დამარცხებულია, ვაქცინაცია ჰკიდიათ და არაფერია სანერვიულო...აი ამერიკამ იკითხოს!!", - წერს წერეტელი ფეისბუქზე.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 5 076 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 44 ადამიანი, ხოლო 1 126 პირი გამოჯანმრთელდა.