თეგებით ძიება
17. 10. 2021 COVID - 19

"თითქმის 10 ათასი ადამიანი გადარჩება!.." - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგ, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში განმარტავს, რომ 1.5 მილიონი ადამიანის აცრა ნიშნავს 11 X შემცირებულ დაღუპულთა რიცხვს, ანუ თითქმის 10 ათასი ადამიანი გადარჩება.

"პანდემია რომ “დასუსტდეს” დამატებით 1.5 მილიონი იმუნური ადამიანი გვჭირდება. ბუნებრივად ეს მიიღწევა 10-12 თვეში, სიკვდილიანობის პროცენტი დაახლოებით 1%-ია, არითმეტიკა თქვენთვის მომინდვია. მეორეს მხრივ 1.5 მილიონი ადამიანის აცრა 3 თვეში შესაძლებელია , რაც ნიშნავს 11 X შემცირებულ დაღუპულთა რიცხვს ანუ თითქმის 10 ათასი ადამიანი გადარჩება!!! ამაზე დიდი ჰუმანური რამ რა უნდა მოხდეს არ ვიცი, იქნებ ერს და ბერს გავაგებინოთ ეს ყველაფერი", - წერს კულუმბეგოვი.

საქართველოში 16 ოქტომბერს 4 681 აცრა ჩატარდა, სულ ვაქცინირებულია 1 911 877 ადამიანი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა