869 თბილისი, 474 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 385 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 479 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 664 813-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.77%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.47% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.07%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 479 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:
⭕ თბილისი - 869
⭕ აჭარა - 117
⭕ იმერეთი - 474
⭕ ქვემო ქართლი - 128
⭕ შიდა ქართლი - 132
⭕ გურია - 50
⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 220
⭕ კახეთი - 396
⭕ მცხეთა-მთიანეთი - 35
⭕ სამცხე-ჯავახეთი - 40
⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 422 საიდანაც: 5 562 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 919, აჭარაში - 520, იმერეთში - 1 293.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 247 პირი, მათ შორის, თბილისში - 405, აჭარაში - 107, იმერეთში - 439. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 284 პირი, მათგან თბილისში - 142, აჭარაში - 26, იმერეთში - 29.