თეგებით ძიება
18. 10. 2021 COVID - 19

გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი მარდალეიშვილის კლინიკას უჩივის

გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი რუსთავის მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრს უჩივის.კოვიდით გარდაცვლილის ოჯახი ამტკიცებს, რომ ქალი ვირუსს ექიმების დაუდევრობის და უყურადღებობის გამო შეეწირა.

ოჯახი ამტკიცებს, რომ პაციენტი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც ის გარდაცვლილად გამოაცხადეს და უყურადღებოდ დატოვეს. ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ გადასვენების მიზნით მისულ ოჯახს ადგილზე პაციენტი ჯერ კიდევ ცოცხალი დახვდა.

"პირველი საათიდან საღამოს 9 საათამდე, გარდაცვლილი არ გაატანეს პატრონს, რომ შევიდა პატრონი გარდაცვლილთან ნახა, რომ სისხლი გასდიოდა, ხელი რომ დაადეს კიდევ ფეთქავდა“, – ამბობს ოჯახის ახლობელი.

კლინიკის ადმინისტრაცია მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს. მოკვლევა ჯერჯერობით არ დაუწყია ჯანდაცვის სამინისტროს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა