თეგებით ძიება

"საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ მორიგი ავანტიურა იგეგმება" - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნი ირწმუნება, რომ საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდება. ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თეოლოგი გოჩა ბარნოვი აპირებს სტამბულში კონსტანტინეპოლის პატრიარქს შეხვდეს და უკრაინის ახალი ეკლესიის საქართველოს მხრიდან აღიარების სანაცვლოდ 30 ოქტომბრის არჩევნებში ,,ნაცმოძრაობის" მხარდამჭერი განცხადების გაკეთება სთხოვოს.

"ჩემი ინფორმაციით, (წყაროს არ დავასახელებ) საქართველოს ეკლესიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობის საზიანოდ, მორიგი ავანტიურა იგეგმება გოჩა ბარნოვისგან.
ერთ-ერთი საქართველოს ეკლესიის სინოდის წევრის (სახელს არ დავასახელებ) დაფინანსებით, ხვალ 19 ოქტომბერს გოჩა ბარნოვი და თამარ მესხი მიემგზავრებიან სტამბულში მის ყოვლადუწმინდესობა, კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოს პირველთანთან .
შეხვედრაზე გ.ბარნოვი ეტყვის, რომ პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საქართველოს ეკლესია აღიარებს უკრაინის ახლადშექმნილი ეკლესიის ავტოკეფალიას. ამასთან, "თეოლოგი" გეგმავს მსოფლიო პატრიარქს სთხოვოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მ.სააკაშვილის მხარდასაჭერი განცხადების საჯაროდ დაფიქსირება - წერს ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა