20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ამ დღეს, თქვენ არა მხოლოდ პრობლემის არასტანდარტული გადაწყვეტის შეთავაზება, არამედ საკუთარი ძალებით მისი განხორციელებაც მოგიწევთ. ამის გარეშე, წარმატების იმედი ნუ გექნებათ.
კურო
ამ დღეს კომუნიკაციის დამყარება გაგიჭირდებათ. ეცადეთ, ურთიერთობები მინიმუმამდე შეამციროთ - ეს მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ.
ტყუპები
თქვენს თავთან რაღაცის აღიარება მოგიწევთ. რაც მალე გააკეთებთ ამას, მით უკეთესი იქნება. უბრალოდ იყავით საკუთარ თავთან გულწრფელი.
კირჩხიბი
საჭიროა, ახლებურად გადახედოთ მიმდინარე მოვლენებს. ასროლოგები თვლიან, რომ თქვენ ერთ ადგილს ტკეპნით. ეს კი იმიტომ ხდება, რომ სიტუაციას ერთი კუთხით უყურებთ.
ლომი
შესაძლოა, ამ დღეს რაღაც არ მოგეწონოთ. ვარსკვლავები არ აკონკრეტებენ, იქნება ეს სამუშაო თუ პირადი საკითხები. სასურველია, თავი გააკონტროლოთ. გაფიცხებით თქვენ სიტუაციას მხოლოდ გაამწვავებთ.
ქალწული
თუ ამ დღეს რაღაც არ წავა გეგმის მიხედვით, დაუყოვნებლივ გადაწყვეტთ, ნუ ეცდებით, ყველაფერი ძველებურ კალაპოტში დააბრუნოთ. გარემოებების შესაბამისად იმოქმედეთ.
სასწორი
შესაძლოა, საკუთარ თავში ისე ჩაიკეტოთ, რომ რაღაც უნიკალური შესაძლებლობა გამოტოვოთ. ასტროლოგები გირჩევენ, პერიოდულად საქმეებს მოწყდეთ და გარშემო მიმოიხედოთ.
მორიელი
ამ დღეს ვარსკვლავები წარმატებას ყველა ფრონტზე გიწინასწარმეტყველებენ. ამიტომ, თუ დიდი ხანია რაღაცის გაკეთება გინდათ, მაგრამ ვერ ბედავთ, ამის დრო ახლა მოვიდა.
მშვილდოსანი
დღევანდელ დღეს შეუძლია, ყველაფერი თავის ადგილზე დააყენოს. ამისათვის შეეცადეთ, ყურადღებით მოუსმინოთ, რას ამბობენ გამოცდილი ამხანაგები. მათი სიტყვები სწორ დასკვნამდე გიბიძგებთ და პერსპექტივას გაჩვენებთ.
თხის რქა
ამ დღეს, ვიღაცას შეუძლია გაგაბითუროთ. ამიტომ, თუ შესაძლებელია, ყველაფერი მარტომ გააკეთეთ. არ გადააბაროთ სხვას უფლებამოსილებას იქ, სადაც ეს არ არის საჭირო.
მერწყული
დღეს შესაძლოა ბევრი საქმე მოგეყაროთ. თუ თქვენ მას ახლობელს არ გაუზიარებთ, რისკავთ, რომ მასში ყელამდე ჩაიძიროთ. შედეგი კი უღიმღამო იქნება.
თევზები
ეს შესაძლებლობების დღე იქნება. ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ, არის საკუთარი ძალების რწმენა. არ შეშინდეთ და სცადეთ რამე ახალი, თქვენ აუცილებლად გაგიმართლებთ.