1 456 თბილისი, 827 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 53 700 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 411 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 680 182-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.21%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.83% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.05%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 896 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 622 181.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 617 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 411 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:
⭕ თბილისი - 1 456
⭕ აჭარა - 111
⭕ იმერეთი - 827
⭕ ქვემო ქართლი - 293
⭕ შიდა ქართლი - 347
⭕ გურია - 93
⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 348
⭕ კახეთი - 696
⭕ მცხეთა-მთიანეთი - 104
⭕ სამცხე-ჯავახეთი - 88
⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 48
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 358 საიდანაც: 5 725 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 057, აჭარაში - 501, იმერეთში - 1 288.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 367 პირი, მათ შორის, თბილისში - 451, აჭარაში - 115, იმერეთში - 460. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში - 157, აჭარაში - 28, იმერეთში - 29.
1 012 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 550 - თბილისში, 271 - აჭარაში. 41 621 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.