თეგებით ძიება

"მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ციხის საავადმყოფოს გარდა სხვა დაწესებულებაში არ განიხილება" - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, თუკი ამის საჭიროება იქნება, ერთადერთი დაწესებულება, სადაც მას გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

"ჩვენ მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრისგან, რომ ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში, ექიმების რეკომენდაციით, თუ მოხდება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, ეს იქნება ციხის საავადმყოფო. სხვა დაწესებულება არ განიხილება, ეს გამორიცხულია,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია პენიტენციურ სისტემაშივე იგეგმება.

ცნობისთვის, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მისი დაკავების დღიდან, უკვე 21-ე დღეა რუსთავის #12 დაწესებულებაში შიმშილობს. ის პირველ ოქტომბერს დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა