თეგებით ძიება

"ხაზარაძე სააკაშვილის მორჩილი მსახური და მძიმე ფინანსური დანაშაულებების შემსრულებელი იყო" - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივით შექმნილ ჩრდილოვან კაბინეტს აფასებს და აცხადებს, რომ ახალ კოალიციურ გუნდში არც ერთი წევრი არ არის სხვა პარტიის წარმომადგენელი, გარდა მამუკა ხაზარაძისა.

“ნებისმიერ ბიზნესმენს ჰკითხეთ – მამუკა ხაზარაძე იყო მძიმე ფინანსური დანაშაულებების ჩვეულებრივი შემსრულებელი. ღამის ორ-სამ საათზე მიჰყავდათ ბიზნესმენები ნოტარიუსთან, მათ შორის “თი-ბი-სი” ბანკშიც, ხაზარაძის ოფისებშიც და ხდებოდა ბიზნესების გადაფორმება, ბანკიდან სესხის გაცემა ფიქტიურად.

რა თქმა უნდა, სააკაშვილის დროს იმ თანხას თვითონ სახელმწიფო ართმევდა ბიზნესმენს და ამ დიდ დანაშაულებრივ სქემაში იყო ჩართული ხაზარაძე. ეს ყველამ იცის, ნებისმიერმა ბიზნესმენებმა და ათობით, ათასობით ადამიანი არის დაზარალებული და დღემდე სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ. აქედან გამომდინარე, ეს ფარსი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, არის ჩვეულებრივი “ნაციონალური მოძრაობის” გუნდის პრეზენტაცია. რა შეიძლება ამაზე კომენტარი გავაკეთო, გარდა იმისა, რომ 30 ოქტომბერს ისინი სასტიკად დამარცხდებიან ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისშიც და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდ განვითარებას", – განაცხადა ღარიბაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა