თეგებით ძიება

"სასაცილო იყო, წარადგინა კონკრეტული ადამიანები, როცა საკრებულოში უმრავლესობა „ოცნებას“ აქვს" - კალაძე მელიაზე

თბილისის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ კახა კალაძე, ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ ადგილობრივ კოალიციურ მთავრობას დაშლილ და ხელახლა შეერთებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებს.

„სასაცილო იყო, ადამიანი გამოდის და კონკრეტული ადამიანები წარადგინა, ესენი იქნებიან კონკრეტულ თანამდებობაზეო, მაშინ, როდესაც თბილისის საკრებულოში უმრავლესობა არის „ქართული ოცნება“. მე როდესაც გავიმარჯვებ და წარვადგენ კონკრეტულ კანდიდატებს, მოადგილეებად, სამსახურის უფროსებს, ეს უნდა დაამტკიცოს დედაქალაქის საკრებულომ“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ გუშინ თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტის წევრები წარადგინა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა