თეგებით ძიება

“პირდაპირ ვუთხარი, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩავერთვები…” – რა წინადადება შესთავაზა ხაზარაძემ ოპოზიციას

ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, “მთავარ არხთან” ამბობს"

“ჩვენ მანამდე განვიხილავდით ჩვენს კანდიდატურებს და ბოლო მომენტამდე, როცა ბოლო თათბირი იყო და შევიკრიბეთ ორი დღის წინ, ვუთხარი პირდაპირ, რომ თუ გვინდა შევცვალოთ ქვეყანა, ყველა ძალებით უნდა ჩავერთოთ. ვუთხარი, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავერთვები, თუ ელენე ხოშტარია და ზურაც [ჯაფარიძე] ანალოგიურ ნაბიჯებს გადადგამდნენ. ეს იყო ერთადერთი პირობა. მადლობა მათ, რომ დაეთანხმნენ და მიიღეს ეს გამოწვევა”

რაც შეეხება კოალიციური კაბინეტის სხვა კანდიდატებს, ხაზარაძე ამბობს, რომ ლელოს სხვა პირობები არ წაუყენებია.

ოპოზიციიდან თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კოალიციური კაბინეტი წარადგინა, მათ შორის 4 მერობის მოადგილეობის კანდიდატი სხვადასხვა პარტიიდან, მათ შორის:

მამუკა ხაზარაძე – ლელო;

ზურაბ ჯაფარიძე – გირჩი – მეტი თავისუფლება;

ელენე ხოშტარია – დროა;

ირაკლი აბესაძე – უპარტიო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა