კორონავირუსით კიდევ 40 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 155 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 40 ადამიანი, ხოლო 2 507 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 684 337-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 624 688 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში პაციენტი 9 657 ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 8,32%, ბოლო 14 დღის - 8,89%, ბოლო 7 დღის - 8,99%-ია.