თეგებით ძიება

"კადრებში ჩანს, რომ სააკაშვილი აშკარად არ არის ფხიზელ მდგომარეობაში და ბოდავს სპეცსამსახურების გატაცებაზე" - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფიქრობს, რომ კადრებში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ტრაილერში გადაიღო, ექსპრეზიდენტი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება.

"რა შეიძლება ვთქვა, ეს ტრაგედიაა, რეალურად, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება და ვიცით, რომ ეს კაცი არ არის ნორმალური. ადამიანი, რომელიც ამ ვიდეოს იხილავს, როგორ შეიძლება მასზე სერიოზული წარმოდგენა დარჩეს?! ჩვენი სირცხვილია, რომ ეს კაცი მართავდა ქვეყანას 9 წლის განმავლობაში, ჩაგრავდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ანადგურებდა ჩვენი ქვეყნის მომავალს. ვნახეთ, როგორ სამარცხვინოდ შემოიპარა, გარდა ამისა, კადრებში ჩანს, რომ ის აშკარად არ არის ფხიზელ მდგომარეობაში და ბოდავს სპეცსამსახურების გატაცებაზე. წარმოიდგინეთ, როგორ ილუზიებში ცხოვრობს ეს ადამიანი. მინდა ვთქვა, რომ მან ჩვენს ამომრჩევლებს ძალიან კარგი საჩუქარი გაუკეთა, როდესაც თავისი ფეხით შევიდა ციხეში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მიხელ სააშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ციხეში შიმშილობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა