თეგებით ძიება

"ეს კაცი ფეიკია ყველაფერში" - კობახიძე სააკაშვილზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ფსიქიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და მას არასოდეს მიეცემა ძალაუფლების დაბრუნების შესაძლებლობა.

"ეს სცენარი შეიძლება იმდენად საინტერესო არ იყოს, საინტერესო არის ის, რომ მან კიდევ ერთხელ შეგვახსენა თუ რას წარმოადგენს. ერთი ის, რომ ყველაფერში ფეიკია ეს კაცი, შიმშილობაშიც, გატაცებაშიც, ჩამოსვლაშიც და ყველაფერში. გარდა ამისა, შეგვახსენა, რომ მას აქვს ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები. ასეთ ადამიანს სურდა ძალაუფლების დაბრუნება, რაც აღიკვეთა და ყოველთვის აღიკვეთება. ხელისუფლება თავის ადგილზე დგას და ასეთ ადამიანებს, არასოდეს მიეცემათ ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება,"- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ტრაილერში გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ გაიტაცეს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა