თეგებით ძიება

"მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გააგზავნონ კლინიკაში" - იაგო ხვიჩია

"გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაყვანას ითხოვს.

"მოშიმშილე პატიმრის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნა, ყოველთვის ლეგიტიმურია, მე მეტსაც ვითხოვ, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გააგზავნონ კლინიკაში", - განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, ეს კარგი საშუალება იქნება ხელისუფლებისთვის, მღელვარება, რომელიც სააკაშვილის მდგომარეობის შესაძლო დამძიმებას მოჰყვეს, თავიდან აიცილოს.

"ჩემი ვერსია იცით, რომ შეკრულები არიან, ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი ამ სცენარში რომ ჩაჯდეს, საჭიროა, რომ სააკაშვილი არჩევნების მერე რაც შეიძლება სწრაფად, ახალ წლამდე, გაზაფხულამდე გათავისუფლდეს და თავისუფლებაზე დაბრუნდეს, სამკურნალოდ უცხოეთში გადასვლა ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი კარგი გზაა,"- განაცხადა ხვიჩიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა