თეგებით ძიება

“მისი მდგომარეობა კრიტიკულს უახლოვდება, გვინდა, სააკაშვილი იყოს უკრაინაში” – ლიზა იასკო

მიხეილ სააკაშვილის პარტნიორი, უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო დღეს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ, მედიასთან ამბობს”

“ეს არის ჩვენი მეოთხე შეხვედრა და მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 22-ე დღე. სამწუხაროდ, მე კარგად ვხედავ როგორ უარესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა. მე ვხედავ ამას სახის ფერის მიხედვით, ლაპარაკის მიხედვით, ენერგიის მიხედვით.

რა თქმა უნდა, ის მორალურად კარგ მდგომარეობას ინარჩუნებს, იმიტომ რომ ის ძალიან განსაკუთრებული ადამიანი, მებრძოლი და მსოფლიო დონის პოლიტიკოსია, ასეთი ადამიანები შეიძლება 100 წელში ერთხელ იბადებიან. მაგრამ ახლა მისი მდგომარეობა კრიტიკულს უახლოვდება, მე ძალიან მტკივა, რომ ის ციხის კედლებში იმყოფება. ასეთი ადამიანები არ არიან დაბადებული იმისთვის, რომ ციხეში იჯდნენ .

სჭირდება, რა თქმა უნდა, სამედიცინო დახმარებაც, მე ვფიქრობ ყველაფერი დამოკიდებულია საავადმყოფოზე, უნდა დავუჯეროთ პირად ექიმს, თუ იქნება კარგი საავადმყოფო სადაც შეიძლება ხალხის ნდობა, იმიტომ რომ ჩვენ გვესმის რომ ყველა ადგილის ნდობა არ შეიძლება. ის მზადაა ბოლომდე მივიდეს, თავისი საკუთარი ცხოვრების, მაგრამ მე როგორ შემიძლია ამას მშვიდად მივუდგე, მე, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მტკივა.

“მდგომარეობა ისეთია, რომ ყველას მოქმედებაა საჭირო, რათა ის ციხიდან გამოვიდეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ნორმალური, რადგან ის ჩვენ ცოცხალი და ჯანმრთელი გვჭირდება და ჩემი მოვალეობაა მისი პირადად გამხნევება და უკრაინისგან მხარდაჭერის გადაცემა.

მე მუდმივად ვარ ხაზზე [უკრაინასთან], რა თქმა უნდა, მე ვარ დეპუტატი და ჩვენ ძალიან გვინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს უკრაინაში. ჩვენ გვესმის, რომ ის როგორც უკრაინის მოქალაქე ახლა დაკავებულია აქ და მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა და ეს ძალიან საშიშია.”


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა