Bloomberg - მსოფლიოში ვაქცინების 6.8 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს, რაც პლანეტის მოსახლეობის 44.3 %-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი
მსოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 6.81 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს, - შესაბამის მონაცემებს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, დღეში 28.3 მილიონია დამიანი იცრება.
ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის 44.3 %-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი.
მსოფლიოს ქვეყნებში ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთშია ვაქცინირებული, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2.24 მილიარდს გადააჭარბა. ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 1 მილიარდზე მეტია. ევროკავშირში ვაქცინების 584 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 411 მილიონი. Bloomberg-ის მიხედვით, ვაქცინების 2 დოზით ევროკავშირში მოსახლეობის 66.8% აიცრა, აშშ-ში 57.2 %, ჩინეთშიკი - 74.8%.