თეგებით ძიება

“მქონდა არჩევნებში მონაწილეობის შემოთავაზება! - აჩი არველაძე

ყოფილმა ფეხბურთელმა, აჩი არველაძემ გადაცემა “გორგილაძის აუტანელ სიმსუბუქეში” საუბრისას გაიხსენა, რომ მას რამდენიმე წლის წინ არჩევნებში მონაწილეობის შეთავაზებ ჰქონდა, თუმცა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

“ღმერთმა ნუ დამაჭირვოს პოლიტიკაში წასვლა. როგორც კი პოლიტიკურ მოედანზე შევალ, პირდაპირი მნიშვნელობით ვხდები იმ ადამიანების მოწინააღმდეგე, რომელთაც ჩემი პოლიტიკური ხედვები არ მოსწონთ. მე ვერ გავცვლი ხალხის სიყვარულს პოლიტიკაში.

მქონია შემოთავაზება, რომ ვყოფილიყავი მაჟორიტარი დეპუტატი. ჩემი მოწინააღმდეგე უნდა ყოფილიყო თინა ხიდაშელი. ისეთი პარტიიდან იყო ეს შემოთავაზება, რომ დარწმუნებული ვარ უპრობლემოდ მოვუგებდი, შემფუთავდნენ, დამსვამდენენ ვიტრინაში და გავიმარჯვებდი, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რომ თინას არ უნდა მოვუგო, იმიტომ რომ თინა ჩემე ათასჯერ მაგარია.

ხომ ვიცი, რომ თინა მჯობდა. ამიტომ არ წავედი პოლიტიკაში. ასეთი დამოკიდებულება მაქვს ნებისმიერ სფეროსთან. როცა ჩემ ადგილზე მოდიან, მე ვეუბნები – რა გინდათ აქ, მე ხომ არ მოვდივარ მანდ?” – განაცხადა აჩი არველაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა