თეგებით ძიება
23. 10. 2021 COVID - 19

ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე ვაქცინაციის პროცესი შეაფასა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მან თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში ყველაფერი გააკეთა, რათა ქვეყანაში ვაქცინა ყოფილიყო საკმარისი რაოდენობით მობილიზებული.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აქტიური ვაქცინაციის კამპანიის მიუხედავად, ხელისუფლებამ მილიონ ადამიანზე მეტის აცრა ვერ შეძლო. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს აცრისკენ.

"დავინიშნე რა, პირადად მე ვიყავი ჩართული და შემოვიტანეთ მილიონობით ვაქცინა ყველანაირი – „ფაიზერი“, „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა“. ყველანაირი ვაქცინა შემოვიტანეთ. ახლაც დავამატეთ, პირველ ოქტომბერს შემოვიტანეთ ვაქცინები, დამატებით „სინოფარმი“. პირადად ვიყავი ჩართული ამ კამპანიაშიც, ვაქცინაციის პროცესშიც, მთავრობის წევრებთან ერთად, ყველანი ჩართულები ვიყავით. პირადად მივეცი მაგალითი, როდესაც კოვიდგადატანილმა ავიცერი ორჯერ „ფაიზერით“, ჩემი ოჯახის წევრები, ყველა აცრილია. ამას გარდა, ჩვენ გვქონდა ძალიან „აგრესიული“, შეიძლება ასეც ითქვას, აქტიური ვაქცინაციის კამპანია. შევძელით ორი მილიონი აცრის გაკეთება, მილიონი ადამიანი ავცერით. ეს არის ის, რაც შევძელით და დავარწმუნეთ ჩვენი მოსახლეობა, რომ ეს არის აუცილებელი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა