თეგებით ძიება
23. 10. 2021 COVID - 19

"კოვიდპაციენტებისთვის ადგილები არის" - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით სამინისტრო სრულად აკონტროლებს ეპიდვითარებას და მართავს საწოლფონდს.

„ამ დროისთვის კოვიდპაციენტებისთვის ადგილები არის, ვინაიდან რამდენიმე რეგიონი, სადაც გვაქვს კორონავირუსის შემთხვევების განსაკუთრებული ზრდა, ეს არის ქვემო ქართლი, კახეთი და სამცხე-ჯავახეთი, დანარჩენ რეგიონებში ზრდა არ შეინიშნება. თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ სწორედ ამ რეგიონებში იყო ვაქცინაციის დაბალი აქტივობა, მაღალი იყო აქტივობა რთველიდან და იმ საველე სამუშაოებიდან გამომდინარე, რომელიც ჩაატარა მოსახლეობამ.

პაციენტების უსაფრთხოებას არანაირი წინაღობა არ აქვს. ვთვლი, რომ ეს ტალღა, რომელიც რეალურად არის მეოთხე ტალღის გაგრძელება და არანაირად არ გახლავთ მეხუთე ტალღა, იმ შესაფერის პირობებში დაიძლევა, რომელსაც ჩვენ დღესდღეობით ვატარებთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა