კორონავირუსით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 483 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 32 031 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 618, „პისიარ“ ტესტით –12 393.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,73%, ბოლო 14 დღის – 9,06%, ბოლო 7 დღის – 9,13%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 692 240 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 630 961 გამოჯანმრთელდა, 9 742 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა – 1 948 787 აცრა, დღიურად აცრილია – 4 209.
კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 041 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 957 პირი.