თეგებით ძიება

სააკაშვილის გეგმა იყო, გადაყვანილი ყოფილიყო კერძო კლინიკაში, საიდანაც 30 ოქტომბერს მხარდამჭერები "გაათავისუფლებდნენ" - ღარიბაშვილმა "ნაცმოძრაობის" გეგმა გაშიფრა

სააკაშვილის პირდაპირი დავალება იყო, რომ ის დაიწყებდა სიმულანტობას, რომ თითქოს მისი მდგომარეობა მძიმდება და ა.შ. რომ რამენაირად გადაყვანილი ყოფილიყო კერძო კლინიკაში. 30 ოქტომბერს მოხდებოდა მათი მხარდამჭერების მობილიზება და გაიყვანდნენ საავადმყოფოდან, "გაათავისუფლებდნენ", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თიანეთში განაცხადა.

"კაცი თვითონ შიმშილობს თუ დიეტაზეა, თვითონ იზიანებს თავის თავს და ჯანმრთელობას და ამაზე ჩვენ გვადებენ ვალს. პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის პენიტენციური დაწესებულების ვალდებულება, ჩვენ ამასთან, დამატებით, ექიმების ჯგუფი ჩავრთეთ პროცესში მეტი გამჭვირვალობისთვის, იმისთვის, რომ ნაკლები საბაბი მიგვეცა სპეკულირებისთვის.

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვერ იქნება პრივილეგირებული პატიმარი.

მათი მიზანი რა იყო, სააკაშვილის პირდაპირი დავალება იყო, რომ ის დაიწყებდა სიმულანტობას, რომ თითქოს მისი მდგომარეობა მძიმდება და ა.შ. რომ რამენაირად გადაყვანილი ყოფილიყო კერძო კლინიკაში. წარმოიდგინეთ, როგორი გეგმა აქვთ: 30 ოქტომბერს მოხდებოდა მათი მხარდამჭერების მობილიზება და გაიყვანდნენ საავადმყოფოდან, "გაათავისუფლებდნენ." წარმოიდგინეთ, რა აბსურდში არიან. მე პრემიერ-მინისტრი ვარ და როგორღაც მაქვს ინფორმაციები. წარმოიდგინეთ, როგორ ილუზიებში არიან, კაცი, რომელიც იყო დიდ ილუზიაში, ჩამოვიდა და თავის ფეხით შევიდა ციხეში, როგორი ბრიყვული და გაუთვლელი, გაუგებარი გეგმა გააკეთეს და აღმოჩნდა იქ, სადაც ღმოჩნდა.

მეორე - წარმოიდგინეთ, როგორ ილუზიებში არიან ეს ადამიანები და აჯერებენ საკუთარი ამომრჩევლების ვიწრო ჯგუფს, რომ ეს მორიგი პროვოკაცია დადგან. როგორც ვერ განახორციელა მსგავსი ბინძური პროვოკაცია, როცა უნდოდა მას გამოსულიყო რუსთაველზე და მომხდარიყო 2-3 ოპოზიციური ლიდერის მკვლელობა და ამით მომხდარიყო სრული დესტაბილიზაცია ქვეყანაში, ასევე ჩაეშლებათ და ჩაეშალათ ეს გეგმაც. მინდა ვთქვა, რომ მცდარი ინფორმაციაა, მინისტრ ტიკარაძეს არ უთქვამს, თავადაც გააკეთებს ამის თაობაზე კომენტარს. ეს არ არის მისი პრეროგატივა. ეს ერთი. მეორე ის, რომ მინისტრმა რატი ბრეგაძემ მას, როგორც კოლეგას მიმართა თხოვნით და ეს ჩვენი საერთო გადაწყვეტილებაა, რომ ექიმების ჯგუფი ჩართულიყო დამატებით პრევენციის მიზნით. ასე, რომ თუ პატიმარ სააკაშვილს თუ დასჭირდება დამატებითი კვლევების ჩატარება, ყველა პირობაა შექმნილი ციხის საავადმყოფოსი, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და აღარ გადაიხედება," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს თავად ექსპრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღიდან მესამე პრეზიდენტი შიმშილობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა