თეგებით ძიება

მოვითხოვთ კატეგორიულად, უახლოეს საათებში, ყველა მოძალადე თავმდამსხმელი დაისაჯოს კანონის სრული ძალით - ოპოზიცია რუსთავის ინციდენტზე

ოპოზიცია რუსთავში მერობის კანდიდატ დავით კირკიტაძის შტაბზე თავდასხმას ეხმაურება და მოძალედეების კანონის სრული ძალით დასჯას მოითხოვენ.

"კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქართული ოცნება გამოსულია მდგომარეობიდან" - აცხადებს გაერთიანებული ოოპზიციის თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია.

მისი თქმით, დღევანდელი ფაქტი რუსთავში იმის შედეგია, რომ ხელისუფლებამ არ დასაჯა ცოცხიანი მოძალადეები.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, შარტავას გამზირზე, მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო. არსებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს "ქართული ოცნების" პარტაქტივი ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა