თეგებით ძიება
25. 10. 2021 COVID - 19

კორონავირუსით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 942 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 46 ადამიანი, ხოლო 4 650 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 694 182-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 635 611 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 9 788 პაციენტი ემსხვერპლა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 8,5%, ბოლო 14 დღის - 9,05%, ბოლო 7 დღის - 9,04%-ია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა