სად გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 847 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 643 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 204 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 942 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 694 182-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.5%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.05% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.04%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:
⭕ თბილისი - 704
⭕ აჭარა - 93
⭕ იმერეთი - 438
⭕ ქვემო ქართლი - 130
⭕ შიდა ქართლი - 84
⭕ გურია - 33
⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 129
⭕ კახეთი - 253
⭕ მცხეთა-მთიანეთი - 16
⭕ სამცხე-ჯავახეთი - 48
⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 549 პირი, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 318 პირი. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 3.