თეგებით ძიება
25. 10. 2021 COVID - 19

"ჩვენი კლინიკა არის აბსოლუტურად გადატვირთული, არც დიდის ადგილი გვაქვს, არც ბავშვის" - ლია გოლიაძე

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლია გოლიძე ამბობს, რომ ამჯამად კლინიკაში თავისუფალი ადგილები არ არის.

"ჩვენი კლინიკა არის აბსოლუტურად გადატვირთული, არც დიდის ადგილი გვაქვს, არც ბავშვის. ზოგადად, მდგომარეობა ჩვენთვის არის ძალიან მძიმე. პაციენტებზე, რომლებიც არიან კლინიკაში, არცერთზე არ შემიძლია ვთქვა, რომ არის საშუალო სიმძიმის - ყველა არის ჟანგბადდამოკიდებული.

დადგება ის დრო, რომ საწოლებიც აღარ გვეყოფა, რაც მეტია ინფიცირების რაოდენობა, მით მეტია მძიმე პაციენტების რაოდენობა," - აცხადებს ლია გოლიაძე.

საქართველოში კორონავირუსის 1942 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 46 ადამიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა