თეგებით ძიება
25. 10. 2021 COVID - 19

"მე ვთვლი, რომ ამ ეტაპისთვის, ჩვენ სავალდებულო ვაქცინაცია არ გვჭირდება" - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ არის სავალდებულო ვაქცინის აუცილებლობა.

"მნიშვნელოვანია, გააქტიურდეს კომუნიკაცია ყველა დონეზე, რათა მაქსიმალურად ავუხსნათ მოსახლეობის თითოეულ რგოლს, რატომ არის ვაქცინაცია მნიშვნელოვანი, წავახალისოთ ვაქცინაცია და მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ნებისმიერი იძულებითი ღონისძიებისგან.მე ვთქვლი, რომ ამ ეტაპისთვის, ჩვენ სავალდებულო ვაქცინაცია არ გვჭირდება. მნიშვნელოვანია, გამოვიკვლიოთ თითოეული მიზეზი, რატომ ამბობს უარს მოქალაქე ვაქციანზიაზე" - განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 1942 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 46 ადამიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა