"დღეში 50 ადამიანი კვდება და შენ ამხელა აქციას აწყობ, ბათუმის კადრები დავინახე, გული გამისკდა" - გიორგი ფხაკაძე
ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ საქართველოს ეპივითარება შესაფასა და აღნიშნა, რომ შეკრებები და აქციები არ უნდა იმართებოდეს.
„გამართეთ ეს აქცია თბილისში? დისტანცია მაინც დაიცავით. გაქანებული ეპიდემიაა. დღეში 50 ადამიანი კვდება და შენ ამხელა აქციას აწყობ. ბათუმის კადრები დავინახე, გული გამისკდა. ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა. კი ბატონო კარგია დემოკრატია, მაგრამ ეპიდემიაა. ხომ უნდა დაფიქრდე. ასე არ შეიძლება. წყალს გამიყოლებია ორივე,“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.