"მოსალოდნელია, რომ ნოემბრის პირველ კვირას მოიმატებს გარდაცვალებულთა რაოდენობა" - ივანე ჩხაიძე
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის პროგნოზით, ნოემბრის დასაწყისში მოსალოდნელია სიკვდილიანობის გაზრდა.
"სიკვდილიანობის გაზრდასთან პირდაპირ კავშირშია ინფიცირების შემთხვევების გაზრდა. თუ მოიმატებს ინფიცირება ამას 3-4 კვირის შემდეგ მოჰყვება ლეტალობის გაზრდაც. ამიტომ, სამწუხაროდ, თუ ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ოქტომბრის გარკვეულ პერიოდში ერთი კვირის მანძილზე გვქონდა მკვეთრად მომატებული ინფიცირების რაოდენობა, მოსალოდნელია, რომ ნოემბრის პირველ კვირას მოიმატებს გარდაცვალებულთა რაოდენობამ,"- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.