თეგებით ძიება
25. 10. 2021 COVID - 19

"ეს არის გარკვეული პროცესი მეოთხე ტალღის, რომელიც ჯერჯერობით არ დასრულებულა" - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე მეხუთე ტალღა არ დაწყებულა.

„პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ არანაირი საქმე არ გვაქვს მეხუთე ტალღასთან, ეს არის გარკვეული პროცესი მეოთხე ტალღის, რომელიც ჯერჯერობით არ დასრულებულა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სწორი აქცენტების დაცვა. რაც შეეხება თვითონ ტალღის მიმართულებას, აღმავალია თუ დაღმავალი, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტალღა არის დაღმავალი, ვინაიდან ჩვენ ვაკვირდებით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტის ე.წ. ერტეს შემცირებას, რაც მიუთითებს, რომ შემდგომი დღეების განმავლობაში აბსოლუტურ რიცხვებში ინფექციის კლება იქნება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა