თეგებით ძიება

"სახალხო დამცველს პოლიტიკური ინტერესი აქვს" - ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე სახალხო დამცველს თავს ესხმის - ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ნინო ლომჯარია და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან და პოლიტიკური ინტერესი აქვთ.

"რაც შეეხება ადვოკატებს, ისინი არიან მიკერძოებულები და მათ აქვთ პოლიტიკური ინტერესი. იგივე ეხება, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველს, მასაც აქვს პოლიტიკური მიკერძოება და პოლიტიკური ინტერესი. აქედან გამომდინარე, მათი განცხადებები არის ბუნებრივი", - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა. ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა