თეგებით ძიება

"250 ხმა მოვზიდე და კიდე რამდენი უნდა?" - ავთანდილ თალაკვაძე ხმების სანაცვლოდ ოჯახს პატიმრის გათავისუფლებას ჰპირდება

"მთავარმა არხმა" მოიპოვა სატელეფონო ჩანაწერი, სადაც ოზურგეთელი გოდერძი ქავთარაძე, ამბობს რომ მას დაპირდნენ, ხმების მობილიზების სანაცვლოდ , მისი შვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას.

ქავთარაძის თქმით, სოფლის დეპუტატი მასთან რამდენჯერმე მივიდა და დაპირდა, რომ 2 წლის მოხდის შემდეგ, "ბატონი არჩილი მის შვილს გაათავისუფლებს".

საუბარია არჩილ თალაკვაძეზე, რომლის ძმაც მეორე ტურში, ოზურგეთის მერობისთვის იბრძვის

"2-3-ჯერ იყო, ორ წელს რომ მოიხდისო, ბატონმა არჩილმა ასე მითხრა, მერე გამოვუშვებ გარეთო, ორ წელს რომ მოიხდის, ორ წელსაც მიაყოლებენ ზედ . 250 ხმა მოვაგროვე და მეტი კიდევ რამდენი უნდა... მეტიც იყო\'\' - ამბობს სატელეფონო საუბარში გოდერძი ქავთარაძე

წყარო: მთავარი არხი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა