თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს

საპყრობილეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს:

"ძვირფასო ფოთელებო,
თუ გახსოვთ სწორედ ფოთიდან ვიბრუნებდით აჭარას და მერე ავაყვავეთ ბათუმი. ახლა, სამწუხაროდ ბევრი დროის დაკარგვის მერე, უნდა ავაყვავოთ ფოთი. ახალგაზრდობა და ქალები კი არ უნდა მიდიოდნენ, პირიქით, უნდა ბრუნდებოდნენ.
გიგის იმხელა გამოცდილება აქვს, რომ ნამდვილი ოქროს შანსია ფოთისთვის და ჩემთვის, რათა თქვენ დაგეხმაროთ.
აეროპორტი უნდა დავასრულოთ, პორტში მინიმუმ 3 ათასი სამუშაო ადგილი დავამატოთ და ხელფასები გავაორმაგოთ, -აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

თვითმმართველობის არცევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა