კორონავირუსით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 43 ადამიანი, ხოლო 3 953 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 698 944-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 639 564 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 9 831 პაციენტი ემსხვერპლა.