"პანდემიის დაწყებიდან COVID-19-ით ინფიცირებული 9 ბავშვი და მოზარდი გარდაიცვალა" – ამირან გამყრელიძე
პანდემიის დაწყებიდან COVID-19-ით ინფიცირებული 9 ბავშვი და მოზარდი გარდაიცვალა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„საერთო ინფიცირებაში, ამ ხნის განმავლობაში, დაახლოებით, 15%-ია ინფიცირებული მოზარდების. 103 927 18-წლამდე ბავშვი და მოზარდი არის ინფიცირებული, აქედან 6 979 დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა და, სამწუხაროდ, 9 გვქონდა ლეტალური გამოსავალი ბავშვებსა და მოზარდებში. თუ არ ჩავთვლით 3 ჩვილს, დანარჩენ ყველა შემთხვევაში იყო თანმხლები მძიმე გენეტიკური დაავადება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 43 ადამიანი.