თეგებით ძიება
26. 10. 2021 COVID - 19

„ეპიდსიტუაცია უფრო და უფრო მძიმდება" - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უფრო და უფრო საგანგაშო ხდება, რადგან ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია.

„ეპიდსიტუაცია უფრო და უფრო საგანგაშოა, რადგან მოსახლეობის ქცევის მხრივ არანაირი დადებითი ტენდენცია არ შეინიშნება. შემთხვევების რაოდენობა იმატებს, შესაბამისად, ნაკლებად, მაგრამ მაინც იმატებს გარდაცვლილთა რიცხვი. ვაქცინაციაზე მომართვა არა თუ არ იზრდება, არამედ კიდევ უფრო იკლებს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 43 ადამიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა