თეგებით ძიება

ექიმები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმებას ნებისმიერ მომენტში ელოდებიან

შიმშილობის 25 დღე - ექიმები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმებას ნებისმიერი მომენტში პროგნოზირებენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტს შოკური და კომატოზური მდგომარეოა ნებისმიერ დროს შეიძლება განუვითარდეს. სწორედ ამიტომ, მათი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილი რაც შეიძლება დროულად იქნეს გადაყვანილი მულტიპროფილურ კლინიკაში.

"მდგომარეობა არის უკვე ძალიან კრიტიკული. რა წუთას რა იქნება არავინ იცის. ძალიან ბევრი მაჩვენებელი ანალიზებში არის რადიკალურად შეცვლილი. ცეცხლს ვეთამაშებით და ცეცხლს ეთამაშება „ქართული ოცნება“ . მყისიერად უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილი პოლიპროფილურ კლინიკაში ჰოსპიტალიზაცია და არა ციხის კლინიკაში, - ამბობს "მედგიდის" დამფუძნებელი, სოფო ჯაფარიძე.

ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციის მიუხედავად, საჭიროების შემთხვევაში ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ციხის საავადმყოფოში გეგმავს, რაზეც მესამე პრეზიდენტი უარს აცხადებს.

ჯანდაცვის მინისტრის განცახდებით, პენიტრენიცური სამსახურის N 18 დაწესებულებაში დღეს რეგულირების სააგენტო შევა და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნობა.

"გუშინ რეგულირების სააგენტომ მიიღო დავალება რის შედეგადაც ის დღეს შევა პენიტენიციურ საავადმყოფოში და შეამოწმებს მის მზაობას არა მხოლოდ პაციენტ სააკაშვილის, არამედ სხვა პაციენტების მიღების უსაფრთხოების თაობაზე. რეკომენდირებული იყო დოპლერის გაკეთება პაციენტისთვის გუშინ შესრულდა და პაციენტს ამ მიმართულებით არ აღენიშნება არანაირი გართულება. მნიშვნელოვანია, კლინიკური დასაბუთება, რომ პაციენტს ეს ნამდვილად ესაჭიროება და მე გარწმუნებთ, რომ მას არ შეექმნება არც ერთი სასიცოცხლო რისკი, - განაცხადა ტიკარიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა